15 მაისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკი ახალ ფილიალს ხსნის ვაჟა-ფშაველას 49-ში, სადაც გაიმართება ქართულ საბანკო სივრცეში პირველი ულტრათანამედროვე მობაილ ბანკის პრეზენტაცია. ახალ მობაილ ბანკს და მის სპეციალურ აპლიკაციებს iPhone-ების და Android-ების მომხმარებლებისთვის ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე წარადგენს.
მობაილ ბანკის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე 7 მაისიდან შეუძლიათ Apple Store-დან (►http://itunes.apple.com/us/app/tbc-mobile/id513875010?mt=8). დღეისათვის თიბისი ერთადერთი ბანკია, რომლის მომხმარებლები კვირაზე მეტია, სარგებლობენ iPhone-ის მობაილ ბანკის აპლიკაციით.
თიბისი ბანკის iPhone-ის სპეციალურ აპლიკაციას უკვე იყენებს 400-ზე მეტი მომხმარებელი. ასევე მზადაა და მაისის ბოლოს ხელმისაწვდომი გახდება მობაილ ბანკის აპლიკაცია Android-ზე მომუშავე ტელეფონებისთვისაც.
ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალისტებს თავად გააცნობს მობაილ ბანკით სარგებლობის წესებს. აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდნენ ბანკს და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრანზაქცია, ასევე მიიღონ უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია.
კერძოდ, შეამოწმონ ანგარიშები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეივსონ მობილურის ბალანსი, გადარიცხონ თანხები საქართველოს მასშტაბით, დაუკავშირდნენ ბანკის ქოლ-ცენტრს, გაეცნონ ვალუტის კურსს, სპეციალური ონლაინ რუქის მეშვეობით (Google Maps) გაიგონ, რა მანძილი აშორებთ მათ ამა თუ იმ მომენტში თიბისი ბანკის უახლოეს ფილიალთან ან ბანკომატთან...
მობაილ ბანკით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს სპეციალური რეგისტრაციის გავლას - მობაილ ბანკში შესვლა შეგიძლიათ იგივე მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ინტერენტ ბანკის მომსახურებისას.
წლის ბოლომდე ახალი მობაილ ბანკით სარგებლობას, გარდა iPhone-ისა და Android-ისა, ყველა ის მომხმარებელი შეძლებს, ვის მობილურ ტელეფონსაც ინტერნეტ ბროუზერი აქვს - ასეთი კი ქართულ ბაზარზე არსებული მობილური ტელეფონების სრული უმრავლესობაა.