დღეს, პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" საერთაშორისო მდივანმა, თეიმურაზ მურვანიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ბრიფინგი გამართა.
„ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ხელისუფლება უუნარობაში დაიცვას ქვეყნის საზღვრები და მეტიც, შეაჩეროს „მცოცავი ანექსია".
პარტიის საერთაშორისო მდივანის, თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ფაქტები, ახალგორის ტერიტორია და ეხლა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია არ ყოფილა, არ ყოფილა ისევე, როგორც სააკაშვილის განცხადებით სოხუმი არ ყოფილა არასოდეს საქართველოს შემადგენლობაში:
„ ეს უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებები მძიმე დარტყმაა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის. მსგავსმა ანტისახელმწიოფებრივმა გამონათქვამებმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს და მომავალშიც მიაყენებს. ფაქტიურად, ხელისუფლებამ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს, სადაც წლების მანძილზე ორი სადაო საკითხი განიხილებოდა - დავით გარეჯი და წითელი ხიდი."
მურვანიძის გასნცხადებით მმართველმა გუნდმა საზოგადოების და საქართველოს საპატრიარქოს ზურგს უკან დათმო დავით გარეჯი და ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა ვკითხოთ მათ - რა უფლებიოთ, რის სანაცვლოდ?
თეიმურაზ მურვანიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დატოვა ოფიციალური წერილი, სადაც განმარტებას ითხოვენ ამ საკითხთან დაკავშირებით.