„ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო ცვლილების ბოლო ფორმულირებასთან დაკავშირებით საკუთარ ალტერნატიულ წინადადებას დასვამენ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქრისტიან-დემოკრატები,, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოში ცხოვრების ბოლო 5 წლიან ცენზთან დაკავშირებულ წინადადებას არ ეთანხმებიან. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ საკუთარი ალტერნატიული პროექტი აქვთ, რომელიც საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიან ცენზს გულისხმობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორედ მოსმენით განხილვისთვის დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც ,,ქრისტიან-დემოკრტაები,, ალტერნატიულ წინადადებას დასვამს.
იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებების საბოლოო ფორმულირება იქნა განხილული, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშიის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.