საკონსტიტუციო ცვლილების საბოლო ფორმულირებით, ევროკავშირის მოქალაქისათვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ცენზად ბოლო 5 წელი დადგინდა. ამ წუთებში იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ფორმულირებას განიხილავენ, რომლის თანახმადაც „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ".
აღნიშნული ცვლილების მეორე მოსმენით დამტკიცებისთვის დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პირველი მოსმენით მიღებულ ფორმულირებაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ცენზად ბოლო ათი წელი იყო დადგენილი.