15 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში ერთ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ექსპერტი ეწვია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტი საქსტატის თანამშრომლებს დაეხმარება სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა გავრცელების ახალი ერთიანი სისტემის შექმნასა და დანერგვაში.
ახალი ერთიანი სისტემის შექმნის პროცესში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტების ვიზიტი საქსტატში რამდენჯერმე შედგება.