საქართველოს მედიკოსთა კავშირმა, სახელმწიფოსგან წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გადაცემის მოითხოვნით, აქცია გამართა. ჯანდაცვის სამინისტროსთან მოწყობილ მიტინგს ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილიც ესწრებოდა.
საქართველოს მედიკოსთა კავშირის ხელმძღვანელის, ქეთევან გეჯაძის განცხადებით, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტი ერთ-ერთია იმ ხუთი საავადმყოფოდან, რომლებიც 2007 წელს "ბლოქ ჯეორჯიას" გადაეცა.
"მაშინვე ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და ვიძახდით, რომ საავადმყოფოების კერძო სექტორისთვის ჩუქება დაუშვებელი იყო - "ბლოქ ჯეორჯიამ" თითო საავადმყოფო 200 აშშ დოლარად იყიდა. დღეს ხელისუფლება აპირებს ზემოთ ხსენებული კლინიკა ჩამოართვას "ბლოქ ჯეორჯიას." საქართველოს მედიკოსთა კავშირი მოითხოვს გადმოგვეცეს წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკა. ჩვენ მას ვაქცევთ ხალხის საავადმყოფოდ - მკურნალობა სრულიად უფასო იქნება", - განაცხადა გეჯაძემ.
კითხვაზე თუ რის ხარჯზე აპირებენ უფასო კლინიკის გაკეთებას, გეჯაძე პასუხობს: "წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ მსოფლიო ბანკთან, იმ შემთხევევაში თუ სააკაშვილი ამ საავადმყოფოს ჩვენ გადმოგვცემს მსოფლიო ბანკი დაგვაფინანსებს".
საქართველოს მედიკოსთა კავშირმა წერილობითი თხოვნაც გაუგაზავნა პრეზიდენტ სააკაშვილს. მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში გეჯაძე ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. E