საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურად ანგარიშვალდებულ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა იმ უზუსტობებისა და ხარვეზების გასწორებას, რომლებიც დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიებისგან გამოთხოვილ 1-ლი იანვრიდან - 1-ელ მარტამდე პერიოდის ფინანსურ დეკლარაციაში.
შეხვედრას 25-მდე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც წარედგინათ კონტროლის პალატის რეკომენდაციები იდენტიფიცირებული ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ.
პოლიტიკური პარტიები ფინანსური დეკლარაციების დაზუსტებულ ფორმებს კონტროლის პალატას მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენენ.