მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის პატრონაჟს "საქართველოს ბანკი" განახორციელებს. ხვალ, 15 მაისს, 10:30 საათზე, გულუას #6-ში (გარემოს დაცვის სამინისტრო, მეოთხე სართული) "საქართველოს ბანკი" გააფორმებს მემორანდუმს "კავკასიის ბუნების ფონდთან" (CNF), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან.
მემორანდუმი გაფორმდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მომდევნო ერთი წლის განამავლობაში პატრონაჟთან დაკავშირებით.