ხვალ, 15 მაისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკი ახალ ფილიალს ხსნის ვაჟა-ფშაველზე, სადაც გაიმართება ქართულ საბანკო სივრცეში პირველი ულტრათანამედროვე მობაილ ბანკის პრეზენტაცია. ახალ მობაილ ბანკს და მის სპეციალურ აპლიკაციებს iPhone-ების და Android-ების მომხმარებლებისთვის ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე წარადგენს.
მობაილ ბანკის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე 7 მაისიდან შეუძლიათ Apple Store-დან. დღეისათვის თიბისი ერთადერთი ბანკია, რომლის მომხმარებლები კვირაზე მეტია, სარგებლობენ iPhone-ის მობაილ ბანკის აპლიკაციით.
ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალისტებს თავად გააცნობს მობაილ ბანკით სარგებლობის წესებს.