მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დანი აიალონი თბილისს მოინახულებს. მისი კანცელარიის თანამშრომლები კი ამ ვიზიტს ასაიდუმლოებენ, ვინაიდან საგარეო უწყების თავმჯდომარის მოადგილეს შესაძლოა კავკასიაში ირანელები "ჩაუსაფრდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია "იზრუსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დანი აიალონი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მასთან ერთად იქნებიან მისივე კანცელარიის ხელმძღვანელი გენშორ გეიდარი და რამდენიმე თანაშემწე. "თუმცა აიალონის გარემოცვაში ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაციით გასაიდუმლოება გადაწყვიტეს",_ წერს "იზრუსი".
მათივე ინფორმაციით, აიალონის ერთ-ერთი თანაშემწე აცხადებს, რომ ამ ვიზიტის გასაუდუმლობა ირანული საფრთხის გამო გადაწყვიტეს. თითქოს არსებობს საფრთხე იმისა, რომ თეირანის სპეცსამსახურებმა შესაძლოა მინისტრის მოადგილეზე თავდასხმა მოაწყონ.