,,ბიძინა ივანიშვილს არავის შუამავლობა არ სჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს დაეხმაროს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ მინდია გულუალს განცხადების კომენტირებისას, რომელმაც ივანიშვილს მოუწოდა დევნილების დაეხმაროს.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, ბიზნესმენ მინდია გულუას განცხადებები ივანიშვილის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.
,,ბიძინა ივანიშვილს არავის შუამავლობა არ სჭირდება იმისთვის, რომ ვინმეს დაეხმაროს, მისი მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა თქვენთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე იგი თვითონ განსაზღვრავს ვის, როგორ, რა სახით და რამდენით დაეხმაროს და გულუას მოწოდება გავლენას არ მოახდენს, მის გეგმებზე", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობა დავითაშვილს ალბათ, გულუას ხელისუფლებასთან კავშირის დამადასტურებელი შესაბამისი მასალები გააჩნია.
,,რაც შეეხება იმას, რომ გულუა თანამშრომლობს ხელისუფლებასთან ალბათ, ბატონ კობას აქვს იმის საფუძველი, რომ ეს განაცხადოს. Mმე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გამაჩნია, მაგრამ რაღაც-რაღაცები ყოველთვის აღძრავს ეჭვებს და ამ ეჭვის გამოთქმის უფლება ყველას აქვს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, კოალიცია ,,ქართული ოცნების"ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა ხელისუფლებასთან კავშირში დაადანაშაულა.