გასულ კვირას, საქართველოს ბანკის ჰოლდინგის (BGEO LN) ფასმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 0.3%-ით დაიკლო და 10.63 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 635,000-ს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები გაერთიანებული ტელეკომის (UTC, ფასი არ შეცვლილა) და ლიბერთი ბანკის (BANK, ფასმა მოიმატა 3%-ით) აქციებზე დაიდო, ხოლო ბი ჯი კაპიტალის ინდექსი არ შეცვლილა.