დღეს 13.00 ქართული ოცნების ხელვაჩაურის შტაბში გაიმართა ბრიფინგი, რომლის თემა მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობა იყო. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, პროექტი საფრთხეს უქმნის მშენებლობის ზონაში მყოფ მკვიდრ მოსახლეობას და ასევე არღვევს მათ საკუთრების უფლებას.
როგორც, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა სულხან ღლონტმა აღნიშნა, საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნით პროექტი მიეკუთვნება კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას და მდინარე აჭარისწყლის ეკოსისტემას.
"ჩვენი მოთხოვნაა მოეწყოს პროექტის საჯარო განხილვა მასში ჩართული იყოს აღნიშნულ თემაზე მომუშავე ექსპერტების ფართო სპექტრი. პროექტი ეხება 80 კილომეტრიან ზოლს და ამ ზოლში განსახლებულ და აჭარის ოთხ რაიონს.ჩვენ დავიწყებთ აღნიშნულ პროცესებზე მეთვალყურეობას, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოსახლეობის და მთლიანად რეგიონის ინტერესები იქნას ბოლომდე დაცული. ეს პროექტი მაღალი რისკებით გამოირჩევა და იგი სრულიად შეცვლის მაღალმთიანი აჭარის ეკოსისტემას, რასაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოყვეს",- განაცხადა სულხან ღლონტმა.