"კონკრეტულად ,,საქართველოს გზასთან" გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების' პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის პარტიასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს.
,,კონკრეტულად ამ პარტიასთანაც გარკვეული ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს. იყო გარკვეული შეკითხვები, პრობლემები იმის გამო, რომ ქალბატონი სალომე თვითონ ფიზიკურად არ არის საქართველოში. გარდა ამისა, გახსოვთ, რომ მას მეუღლე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. Aამან რაღაც-რაღაცები გააჭიანურა და შეცვალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მასთან თანმშრომლობაზე უარი არ გვითქვამს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, კოალიციის ფორმირება დასრულებული არ არის, თუმცა ,,ქართული ოცნება" 27 მაისს საარჩევნო კამპანიას ამ შემადგენლობით დაიწყებს.
,,ყველა პოლიტიკურ ძალასთან გარკვეული ტიპის თანამშრომლობა იქნება, ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელებზე ვილაპარაკებთ. Aაქედან გამომდინარე არა არის გამორიცხული აწიც რამე შეიცვალოს, მაგრამ 27 მაისს საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ იმ შემადგენლობით, რომლითაც ვართ ახლა. როგორც ხედავთ ყოველდღიურად გვემატებიან ახალი წევრები დაAარ გამოვრიცხავ 27 მაისამდეც შემოგვემატოს კიდევ ვინმე",_ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.