2012 წელის 12 მაისს, თბილისში ძლიერი წვიმისაგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით თანამოქალაქე დაშავდა, ათეულობით ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა და დაზარალდა.
„დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების გამო და სამძიმარს უცხადებს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.