"გუდვილი" წლის საუკეთესო ქართული ინვესტორი კომპანიაა. ასეთი ნომინაციით დასრულდა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" გამართული ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ბიზნესდაჯილდოების, „მერკური 2012"-ის ცერემონია. საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების 18 ნომინაციაზე წელს 250-მდე კომპანია იბრძოდა. ნომინანტების შეფასების მაქსიმალური ობიექტურობისა და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად პროექტში ჩართულები იყვნენ გავლენიანი ამერიკული გამომცემლობის "Forbs" და "ბი სი ჯი" კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
"გუდვილის" გენერალური დირექტორის, მიხეილ ჩარკვიანის განცხადებით, „გუდვილისთვის „საუკეთესო ინვესტორი" კომპანიის სტატუსი ისეთი მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსისგან, როგორიც „მერკურია" ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
"ნომინანტების შერჩევაში საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათი შეფასება უდიდეს სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ არჩეული სტრატეგიით მუშაობა და საქართველოს კიდევ უფრო მასშტაბური და ინოვაციური პროექტები შევთავაზოთ. „გუდვილი" მე-8 წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და ამ ხსნის მანძილზე არაერთი მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული იმისთვის, რომ მომხმარებელი თანამედროვე შესყიდვების კულტურისთვის გვეზიარებინა. დაგვენახებინა, რომ საქართველოშიც შეიძლება ერთდროულად მიიღო უმაღლესი ხარისხის კონტროლირებული პროდუქტი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ამავე დროს გქონდეს ფართო არჩევანის საშუალება. ამ წლების განმავლობაში განხორციელებულმა მიზნობრივმა ინვესტიციებმა, ქვეყანაში არსებულმა ჯანსაღმა საინვესტიციო გარემომ, ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ და ჩვენი თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავმა შრომამ შექმნა „გუდვილი"კომპანიად, რომელიც წლებია რითეილ ბაზარზე ლიდერ პოზიციას არ თმობს. ლიდერობის შენარჩუნება ადვილი არ არის, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვსახავთ ახალ სტრატეგიებს, ვახორციელებთ ახალ ინვესტიციებს. ამ მხრივ 2011 წელი ერთ_ერთი მნიშვნელოვანი წელია გუდვილის არსებობის ისტორიაში. 2011 წელს კომპანიამ 30 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა ინოვაციურ პროექტ „მარშე"-ში, რომელიც ზაფხულიდან უმასპინძლებს მომხმარებელს. ეს არის 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული საბითუმო სავაჭრო ცენტრი, ცენტრალიზებული წარმოება და დასაფასოებელი საამქრო. პროექტი დამატებით 500 ადამიანს დაასაქმებს, მარშეში წარმოებული პროდუქტი კი მთელ საქართველოს მოიცავს" აღნიშნა ჩარკვიანმა.