თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ უზნაძის ქუჩა 79/81-ში მდებარე წყალდიდობით და მიწისძვრით დაზარალებული სახლი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატის განცხადებით, საჭიროა დროული ჩარევა და პრევენციული ზომების მიღება იმისთვის, რომ მოხდეს სახლის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოების ჩატარება.
ზაზა გაბუნია: "სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომხდარი ტრაგედიის მსგავსი აღარ განმეორდეს. ამისთვის კი საჭიროა გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რომ შევინარჩუნოთ შენობები რომელთა გადარჩენა ჯერ კიდევა არის შესაძლებელი."
ამასთან, ზაზა გაბუნიამ მოუწოდა მერიას, რომ შეთავაზებული 40%-იანი თანადაფინანსების ნაცვლად, მერიამ სრულად, 100%-ით დაფაროს შენობის გამაგრებისთვის საჭირო ხარჯები, რადგან მოსახლეობას არა აქვს ფინანსური შესაძლებლობა თავად გაიღოს რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი.
დღევანდელ შეხვედრაზევე ზაზა გაბუნიამ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სახელით მიუსამძიმრა წყალდიდობის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს და ახლობლებს.