დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ფარულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ, თუ რა ხდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით. ,,ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თავადვე იმყოფებოდნენ უდაბნოს მონასტერში, სადაც ქართველმა მესაზღვრებმა უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
,,დავით გარეჯში შექმნილი სიტუაცია, ცხადია გახდა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ყურადღების საგანი. ბატონ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩვენ გუშინ გახლდით დავით გარეჯში. რეალობა არის ესეთი, რომ ქართველი მესაზღვრეები დგანან და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღარ უშვებენ არც მომლოცველებს, არც ტურისტებს და არც იმ ადამიანებს, რომელიც შესაძლებელია იყვნენ დაინტერესებული ისტორიული ძეგლის მონახულებით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც თავადვე იმყოფებოდა სამონასტრო კომპლექსში.
მისივე განცხადებით, ქართველი მესაზღვრეებისგან კოალიციის ლიდერებმა ვერ მიიღეს პასუხი, თუ რატომ არ უშვებდნენ მოსალოცად უდაბნოს ტერიტორიაზე.
ჩვენ, როდესაც ვიკითხეთ რა ხდება მაშინ პასუხი ვერავითარი ვერ მივიღეთ თვითონ ქართველი მესაზღვრეებისაგან. Aაზერბაიჯანელი მესაზღვრეები იდგნენ სწორედ იმ ბილიკზე საიდანაც არის შესასვლელი მონასტრის ტაძრებში, კელიებში, სატრაპეზოებში, საუბარია უდაბნოს მონასტერზე. დავითის ლავრასთან არ არის პრობლემა.Mმაგრამ მე რაც მახსოვს ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დავით გარეჯთან დაკავშირებით მუდმივად, ქართული საზოგადოების მხრიდან იყო ძალიან მაღალი ყურადღება და არასოდეს საქართველოს მოსახლეობას, ან უცხოელ სტუმრებს არ ჰქონიათ პრობლემა უდაბნოს მონასტერში შესულიყვნენ და მოელოცათ", _ განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ სიტუაცია სამონასტრო კომპლექსში 6 მაისის შემდეგ შეიცვალა.
მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ ხელისუფლბებამ ფარულ გარიგებას მოაწერა ხელი.
,,სიტუაცია შეიცვალა 6 მაისის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოვიდნენ და დადგნენ სწორე იმ ტერიტორიაზე საიდანაც კონტროლდება გზები უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში შესასვლელ ტერიტორიაზე. Pპასუხი არ აქვთ კითხვაზე, თუ რა შეიცვალა 6 მაისის შემდეგ. ჩვენ გვქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, რომლებიც საზღვრების დემარკაციის საკითხებს განიხილავენ და გვეუბნებიან, არაფერი არ შეცვლილა. მაგრამ მე მინდა დავსვა კითხვები, რა შეიცვალა საიმისოდ, რომ მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში, არასოდეს არ ჰქონია მომლოცველს პრობლემა, რომ შესულიყო და იქ თავისი რელიგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. დღეს რა შეიცვალა, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ანალოგიური სიტუაცია 2005 წელსაც იყო, თუმცა მესაზღვრეებს მომლოცველებისთვის მაშინ ხელი არ შეუშლიათ.
,,დემარკაციის პროცესი ისევ მიმდინარეობს, 2005 წელსაც იყო ანალოგიური სიტუაციები და მაშინაც არ შექმნილა პრობლემები ამ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების შესვლისა. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ რატომ ხდება, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ხდება ასეთი ტიპის დაბრკოლება. დღეს, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ძალიან მგრძნობიარე თემა არის ხალხის ზურგს უკან რაღაც გადაწყევტილების პროცესში", _ განაცხადა ძიძიგურმა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებისგან ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
,,ეს პროცესები ჩვენ ღიად გვინდა იყოს გამოტანილი და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან გაგვარკვიოს რა ხდება დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში".