ხვალ, 15 მაისს 12.00 საათზე სასტუმროში „ამბასადორში" საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია აწყობს მრგვალ მაგიდას პროექტის „ბიზნესისათვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევის თემაზე, რომელიცსაგადასახადო სასამართლოებს და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს ეხება .
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს ომბუდსმენის ოფისის, ბიზნესის და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის" პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.