16-19 მაისს, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მშენებლობისა და ინტერიერის მე-17 საერთაშორისო გამოფენა - Caucasus Build 2012 გაიმართება. 135 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი კომპანია 16 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, აშშ, ბელორუსია, გერმანია, თურქეთი, იტალია, ისრაელი, ირანი, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, უკრაინა, ჩეხეთი).
მონაწილე კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ შემდეგ საქმიანობას და პროდუქციას: სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების ფართო სპექტრს: ლაქ-საღებავი, აბაზანები, აუზები, სანტექნიკა, გათბობისა
და კონდიცირების სისტემები, განათება და ელექტრო აღჭურვილობა, კარ-ფანჯრები და ჟალუზები, პარკეტი და მოსაპირკეთებელი ფილები, ასევე სამშენებლო ტექნიკა, სატვირთო ავტომანქანები, და მრავალფუნქციური მოწყობილობები, ბაღისა და ღია სივრცეების მოწყობილობები და მრავალი სხვა.