საქართველომ ყაზახეთს 20 მლნ დოლარის ვალის გადახდა შეუწყვიტა, ამის შესახებ ყაზახეთის ფინანსთა მინისტრმა ბოლატრ ჟამიშევმა ქვეყნის პრლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა, წერს mk-kz.kz.
"ეს არის ჩვენს წინაშე საქართველოს სუვერენული ვალი მიმდინარე პერიოდისათვის. საქართველომ შეწყვიტა ამ ვალდებულებების შესრულება "პარიზის კლუბის" გადაწყვეტილებაზე აპელირებით. მათ მოახდინეს ქვეყნის ყველა საგარეო ვალდებულების რესტრუქტურიზაცია "პარიზის კლუბის" მოთხოვნს საფუძველზე, ამან გაუჩინათ საფუძველი არ შესრულონ ვალდებულებები ჩვენს წინაშე"- განაცხადა ყახაზეთის ფინანსთა მინისტრმა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კოტე კინწურაშვილმა განაცხადა, "პარიზის კლუბის" შეთანხმების თანახმად, ამ დროისათვის ყაზახურ მხარესთან ვალის დაფარვის გრაფიკზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საუბარი არ არის ვალის არ გადახდაზე, ან მომსახურეობის შეწყვეტაზე.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ყაზახეთის მიმართ 27 მლნ. 774 ათას დოლარი მართებს.
mk-kz.kz წერს ასევე, რომ ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყაზახეთს ასევე დაურეგულირებელი აქვს ვალები ბელორუსთან და თურქმენეთთან.