ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანდა. აღნიშნულის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ,,ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებთან ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,მოკლედ შემოვიფარგლები, სპორტსმენი ვარ და მაინცდამაინც არ გამოვირჩევი მჭერმეტყველებით, მაგრამ მე ვდგები ,,ქართული ოცნების" გვერდით, ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით და მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო მას, ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის გვერძე დგომისათვის და ვიბრძოლებ მასთან ერთად ქართული ოცნების ასახდენად", _განაცხადა ზვიადაურმა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უფსკრულის პირასაა.
,,ჩემი სურვილი იყო, რომ ვყოფილიყავი დავმდგარიყავი ბატონი ბიძინას გვერდით და გადაგვერჩინა სრულიად საქართველო. დღეს საქართველო არის უფსკრულისაკენ წასული ამას ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ და მოვიდა, მოგვევლინა ეს ადამიანი, რომ გადავარჩინოთ სრულიად საქართველო.
მისივე თქმით, მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის ზეწოლები, თუმცა როგორ და რა ფორმით ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზედმეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
,, ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო სხვათა შორის, რომ გაიგეს, რომ მე მოვედი ,,ქართულ ოცნებაში" იყო ზეწოლებიც, მაგრამ მე ამაზე არ დავკონკრეტდები იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადულია.", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ზვიადაურმა.