იანვარ-მარტში საქართველოს ტრანსპორტის დარგების მიერ გადამუშავებულმა სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ, ჯამში 15,5 მლნ. ტონა შეადგინა, რაც 0,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
2012 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 10,2 მლნ. ტონა შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, საზღვაო ტრანსპორტის მიერ გადაზიდულმა ტვირთმა 5,3 მლნ. ტონას გაუტოლდა.
2012 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს ტრანსპორტის დარგების მიერ გადამუშავებული სატვირთო გადაზიდვების 36,4% საგზაო ტრანსპორტზე მოდის, მას მოჰყვება საზღვაო ტრანსპორტი 34,2% და რკინიგზა 29,4%. 2012 წლის სამ თვეში, საგზაო გადაზიდვები 1%-ით არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 1,8 მლნ. ტონა, ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 1,8 მლნ. ტონა ტვირთი გადაზიდა.
2012 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მიერ 69,7 მლნ. მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 3%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.