ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს სჭირდება და ქვეყანა ამითი მოიგებს, განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, რომელიც უშუალოდაა ჩართული აღნიშნულ მოლაპარაკებებში.
"ყველა მოთამაშე მაქსიმალურად მოგებული უნდა დარჩეს. იმისათვის, რომ კომპანიებს ზუსტად ესმოდეთ და მოითხოვონ პირველ რიგში აუცილებელია იცოდნენ რასთან აქვთ საქმე და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ ავუხსნათ და გავაგებინოთ რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს შეთანხმება. ასევე ამ ახსნა-განმარტების მნიშვნელოვანი ნაწილია მათ ესმოდეთ ევროპული რეგულაციები, რომ საკუთარი შეხედულებები სწორედ მათი ავკარგიანობის მიხედვით ჩამოაყალიბონ.
პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიებიდან დავიწყეთ აქტიური დიალოგი, ასე მაგალითად მეფუტკრეებთან. ეს კარგი მაგალითია, ვინაიდან მათ შეიძლება ძალიან დიდი სარგებელი იპოვონ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობიდან, თუმცა ამისთვის აქტივობაც საჭიროა და იმის გაგებაც თუ ევროპელები სანაცვლოდ მათგან რას მოითხოვენ"- აღნიშნა ბაინდურაშვილმა.