16 მაისს საქართველო "გერმანულ ექსპოს" უმასპინძლებს. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, საქართველო და გერმანია წლის განმავლობაში კიდევ ბევრ საერთო ღონისძიებას გეგმავს.
"ჩემი ვარაუდით წლის ბოლოს შედეგებით უნდა მივაღწიოთ, რომ 2012 წლის განმავლობაში, საქართველოში რაიმე ფორმით, 10-ზე მეტი გერმანული ცნობილი კომპანია შემოვიდეს. ჩვენს გეოგრაფიულ რადიუსში გერმანია ყველაზე ახლოს მდებარე უდიდესი ევროპული ეკონომიკაა, შესაბამისად მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის საქართველოში ინვესტიციებით დავაინტერესოთ. გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში ვიზიტისას ბავარიის პალატასთან საინტერესო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის თანახმადაც ისინი დაგვეხმარებიან ჩვენი პალატის უკეთ განვითარებაში და პროფესიული სწავლების რეფორმირებაში", - აცხადებს ბაინდურაშვილი.