აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის ხელმძღვანელი და ორი ტრეიდერი უახლოეს მომავალში თანამდებობეს დატოვებენ.
აშშ-ის გამოცემები New York Times და The Wall Street Journal-ი წერენ, რომ ბანკს დატოვებს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი ანი დრიუ, რომელიც ფინანსური ორრგანიზაციის სავაჭრო ოპერაციებს ხელმძღვანელობს.
ანი დრიუს მედია არაერთხელ იხსენიებდა, როგორც უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას JP Morgan-ის აქციები 8%-ით დაეცა, რისი მიზეზიც ბანკის მიერ 800 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური დანაკარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.