დღეს, 14 მაისს, 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
შეხვედრის მიზანია 1-ლი იანვრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გაწეულ ფინანსურ ანგარიშბრუნვაში აღმოჩენილი მთელი რიგი ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ხასიათის უზუსტობების და ხარვეზების აღმოფხრა.
კონტროლის პალატაში აცხდადებენ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს არსებითი უზუსტობებისაგან თავისუფალი ანგარიში საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და გაწეული ხარჯების შესახებ