სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. დაღუპულია სამი ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
თბილისის მერის გიგი უგულავას ინფორმაციით, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვაცოფმა ორთაჭალაში მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა. ადიდებული მტკვატი კალაპოტიდან გადმოვიდა და სავალ გზაზე გადავიდა.ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა.დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელეტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ამ დროისათვის წყლის დონემ დაიწია.
თბილისში წყალდიდობის გამო ყველაზე სახიფათო ადგილებში მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია. შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, პანიკა არ იგრძნობა და მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს. გარდა რამდენიმე ქუჩისა მოძრაობა დედაქალაქში ყველა მიმართულებით თავისუფალია.