რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, რეგიონული არჩევნებში გაიმარჯვა.
ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგ, კადიროვმა ხმების 99,85% მიიღო. სხვა ორმა კანდიდატმა კი 0,05% - 0,05%.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის წლევანდელ არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ჩეჩნეთის მოქმედი ხელმძღვანელი, კადიროვი ("ერთიანი რუსეთი"), ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე, ისმაილ დენილხანოვი ("სამართლიანი რუსეთი") და რეგიონული პარლამენტის წევრი, ხალიდ ნაკაევი ("კომუნისტური პარტია").