რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 82%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტიამ "ერთიანი რუსეთი" კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა.
ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ს მტკიცებით, "ერთიან რუსეთს" ამჟამად ხმების 57.76% აქვს, რაც დაახლოებით 130 საპარლამენტო ადგილს უდრის.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, "ერთიან რუსეთს" უკვე 208 ადგილი აქვს ერთმანდატიან ოლქებში. ამას ემატება ადგილები, რომლებიც "ერთიან რუსეთს" არჩევნებშ ბარიერგადაულახავი პარტიების მანდატების გადანაწილების შედეგად გადაეცემა.
კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 301 ადგილის მოპოვება სჭირდება.
მეორე ადგილზე გავიდა "კომუნისტური პარტია", რომელმაც ხმების 13.89% მიიღო. მას მოსდევს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 8.77%-ით და ახალი სახალხო პარტია 7.97%-ით.
სახელმწიფო დუმაში 450 ადგილია, ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი, ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.