წყალდიდობის გამო, დედაქალაქში განსაკუთრებით მძიმე ვითარება ორთაჭალაშია შექმნილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ყველა სახიფათო კერიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
"ორთაჭალაში ამჟამადაც მიმდინარეობს ევაკუაციია. რაც შეეხება წყლის მიერ ადამიანების გატაცების ფაქტებს, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგაძემ.
თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის რამდენიმე უბანი დატბორა. რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს შეექმნა საშიშროება. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანის დაკარგვის შესახებ. ორთაჭალაში მთა ჩამოიშალა. საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
სრულადაა მობილიზებული საგანგებო სამსახური. რთულ უბნებზე იმყოფებიან დედაქალაქის მერი და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები.