თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის რამდენიმე უბანი დატბორა.
რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს შეექმნა საშიშროება.
ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების დაკარგვის შესახებ.
ორთაჭალაში მთა ჩამოიშალა. საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
სრულადაა მობილიზებული საგანგებო სამსახური. რთულ უბნებზე იმყოფებიან დედაქალაქის მერი და ქალაქის სხვა ხელმძღვანელი პირები.