პარტია "განახლებული საქართველოსთვის" 12 მაისის ერთობის დღედ გამოცხადებას ითხოვს.
"განახლებული საქართველოსთვის" წევრების აზრით, დღევანდელი დღე უნდა გამოცხადდეს ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ერთიანობის დღედ.
დღესვე ისინი საკოორდინაციო საბჭოს დააფუძნებენ და საქველმოქმედო ფონდს შექმნიან, რომელსაც ქართველი, აფხაზი და ოსი ბიზნესმენები დააფინანსებენ. პარტიის წევრების თქმით, ფონდი დევნილებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.