"ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას. ისინი წვრთნებს, როგორ წესი ზაფხულში ატარებენ, მაგრამ წელს ცოტა დაიგვიანეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში,
ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ეუთო კი
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ორგანიზაციაა და მნიშვნელოვანია იგი ამ საკითხზე ინფორმირებული იყოს.
"ჩვენი არჩევნების პარალელურად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აპირებს სამხედრო წვრთნების განხორციელებას. ისინი ამ წვრთნებს, როგორც წესი, ზაფხულში ატარებენ, მაგრამ ამ წელს ცოტა დაიგვიანეს. ისინი ამას აუცილებელ წვრთნებს ეძახიან, რომელიც ჩვენს არჩევნების პერიოდს დაამთხვიეს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.