ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი გაყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, "უნიკორის" ჯგუფმა, რომელიც ივანიშვილის აქტივებს მართავს, სააფთიაქო ქსელი კომპანია "იმპერია-ფარმას" 60-70 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
"იმპერია-ფარმა" რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელ ვალენტინა მატვიენკოს შვილს, სერგეი მატვიენკოს სახელს უკავშირდება.
"დოკტორ სტოლეტოვის" ყიდვა სააფთიაქო კომპანიებს A4-ს, "სკორაია პომოშჩს", A.V.E-ს და საინვესტიციო ფონდი Hi Capital-საც უნდოდათ. "დოკტორ სტოლეტოვს" რუსეთის 11 რეგიონში 414 სავაჭრო წერტილი აქვს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმა ბანკი "რასიისკი კრედიტი" გაყიდა, რომელიც კერძო პირთა ჯგუფმა 352 მილიონ დოლარად შეიძინა.