თბილისის აეროპორტი ძალიან მოუქნელად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, საქართველოს ეროვნული ბიზნეს-დაჯილდოება "მერკური 2012"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მოუქნელად მუშაობს კომპანია "ტავ ჯორჯია", რომელიც თბილისის აეროპორტს უწევს ექსპლუატაციას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი მას გაუწევს კონკურენციას იაფი ბილეთებით.
"საქართველოდან ევროპაში ფრენა იმის გამო, რომ კომპანია არის მოუქნელი, ძალიან ძვირია. ჩვენ გვჭიდრება, რომ ჩვენმა ხალხმა უცხოეთში იაფად იმოგზაუროს, ისწავლოს, უბრალოდ დასასვენებლად წავიდეს", - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი, რომელიც სექტემბერში უნდა გაიხსნას, იაფი ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.