დღეს, 12 მაისს, ეუთოს საარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ გახსნიან. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც მიმართავს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, კონფერენცია სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართება და მისი მთავარი თემაა "ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში".
კონფერენციაზე მომხსენებლები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და კატო-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ილარიონოვი. თემაზე - "მშვიდობა და ნდობის შექმნა ეკონომიკური და გარემოს სფეროში თანამშრომლობის გზით" - კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე, ეუთო-ს კოორდინატორი ეკონომიკურ და გარემოს საკითხებში გორან სვილანოვიჩი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებზე კეტლინ ფერიე. ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრიალექსანდრე ხეთაგური, სტამბოლის ფატიხის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პროფესორი მურატ კარაგოზი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
კონფერენციაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრივერა ქობალია და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დევიდ ლი. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია 14 მაისს დაასრულებს მუშაობას.