ჟურნალმა EMEA Finance თიბისი ბანკს საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. გამარჯვებულის შერჩევის დროს, ჟურნალმა გაითვალისწინა თიბისი ბანკის წარმატებები საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და ბანკის წამყვანი პოზიციები სამომხმარებლო და მცირე ბიზნესის დეპოზიტებში.
ჟურნალ EMEA Finance-ს გამოსცემს კომპანია Exporta Publishing and Events, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) რეგიონის კაპიტალის ბაზრების ანალიზის წამყვანი წყაროა.