ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ხარკოვის საავადმყოფოში უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოსთან შესახვედრად მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის კორტეჟი საავადმყოფოს ეზოში შევიდა, ხოლო მედიის წარმომადგენლები სამკურნალო დაწესებულების შესასვლელთან დატოვეს. საავადმყოფოსთან ასევე შეკრებილნი არიან იულია ტიმოშენკოს მომხრეები.
დღესვე ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უკრაინის პრეზიდენტთან აპირებს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო ხარკოვის საავადმყოფოში 9 მაისს გადაიყვანეს. მას ის გერმანელი ექიმი მკურნალობს. ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.