აჭარის მთავრობა ინვესტორებისგან დაწუნებული შპს "ორბიტას" გაყიდვას ისევ ცდილობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირობებიან აუქციონზე "ორბიტას" საწყისი გასაყიდი ღირებულება 1 მლნ ლარია, თუმცა ინვესტორი ვალდებული ხდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, არანაკლებ 150 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს და ექსპლუატაციაში 36 თვის ვადაში შეიყვანოს.
"ორბიტას" აუქციონი, რომლის გაყიდვასაც რეგიონის მთავრობა უკვე მესამედ ცდილობს, 8 ივნისისთვისაა ჩანიშნული.