აზერბაიჯანულ-თურქული ტრანსატლატიკური გაზსადენი (TANAP), შესაძლოა, ევროპული პროექტ Nabucco-ს რეალური ალტერნატივა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი Statoil Azerbaijan-ის პრეზიდენტ ლარს სორენსენზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიული Statoil წარმოადგენს ერთ-ერთ პარტნიორს აზერბაიჯანული "შახ-დენიზის" კონსორციუმში, სადაც ის 25,5 %-იან წილს ფლობს. როგორც ცნობილია კონსორციუმის წევრები არიან ასევე BP - 25,5 %, NICO - 10 %, Total - 10 %, LUKAgip - 10 %, TPAO - 9 %, SOCAR - 10 %-ი.
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება კონსორციუმის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს შახ-დენიზის გაზის ტრანსპორტირებას თურქეთის გავლით ევროპაში.
ამ დროისათვის თურქული BOTAS-ი TANAP -ში 20 %-იან წილს ფლობს, ხოლო SOCAR წილი კი 80 %-ს შეადგენს.
პროექტის გამტარუნარიანობა, როგორც ივარაუდება, წელიწადში 16 მლრდ კუბ/მ-ი იქნება, საიდანაც 6 მლრდ კუბ/მ-ი თურქეთში დარჩება, ხოლო დანარჩენი გაზის ექსპორტირება ევროპაში მოხდება.
აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის მარშუტებს სწავლობს. ამ დროისთვის კი აზერბაიჯანი თურქეთში გაზის ტრანსპორტირებას სამხრეთ-კავკასიური გაზსადენით ახდენს.