საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობით დაინტერესდა.
ორსართულიანი საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შემოდგომით დასრულდება. აქვე იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, სადაც თითოეული პროდუქტი სათანადოდ შემოწმდება. ასევე მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული.