მიხეილ სააკაშვილმა დღეს გალაკტიონის ხიდთან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას აშენდება პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები. გზის ამ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად იმოძრავებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან - ორთაჭალისკენ მიმავალი ნაკადი გამოიყენებს ახალ გვირაბს, ხოლო ორთაჭალიდან მარჯანიშვილის ან ელბაქიძის ქუჩისკენ მიმავალი ნაკადი გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.