მიხეილ სააკაშვილი თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მივიდა და მიმდინარე სამუშაოების დეტალებით დაინტერესდა. შენობა 4-სართულიანი იქნება და ფართობი 32 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.
პრეზიდენტი ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა და თბილისის იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით ისარგებლონ, მოსახლეობა ასევე შეძლებს სახელმწიფო სერვისები ავტომობილიდან გადაუსვლელად Just Drive - ის მეშვეობით მიიღოს. ამას გარდა, სიახლე იქნება Just Cafe, რომელშიც ორმაგ მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს - ფინჯან ყავასთან ერთად, მას შეეძლება განაცხადის შევსება მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, რაშიც იქვე მყოფი ოპერატორი დაეხმარება.