ნატოს ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ევროპული შეიარაღების რუსეთისათვის მიწოდება, შესაძლებელია კონტინენტზე დესტაბილიზაციის საბაბი გახდეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს კონგრესის კვლევითი სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ეს ანგარიში ასევე ეხება გასული წლის ივნისში რუსეთსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც რუსული მხარისათვის "მისტრალის" ტიპის გემების მიყიდვას ითვალისწინებს. კონტრაქტის მიხედვით, ორი ამ ტიპის გემი საფრანგეთში აიგება, ორი კი რუსეთში.
ანგარიშის ავტორთა აზრით, ამ კონტრაქტმა "ალიანსის წევრებს შორის ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების საკითხისადმი არსებული უთანხმოება თვალნათელი გახადა".
დოკუმენტრში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ გემების შესყიდვის შესახებ გავრცელებულმა ახალმა ამბავმა განსაკუთრებული შეშფოთება ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოიწვია. ამერიკული ადმინისტრაცია ასევე წინააღმდეგი იყო ამ კონტრაქტის ხელმოწერისა, მიიჩნევდა რა, რომ მსგავსი გარიგება შესაძლოა "არასწორად იქნეს აღქმული, როგორც რუსეთის ასევე აშშ-ს აღმოსავლეთევროპელი ზოგი მოკავშირის მიერ".
"ამავე დროს, ვაშინგტონს რუსულ-ფრანგული კონტრაქტის წინააღმდეგ გადამწყვეტი უარი არ უთქვამს, ვინაიდან მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", _ ნათქვამია ანგარიშში.
ამას გარდა, გარდა "მისტრალების" ყიდვისა, რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია გერმანულ კონცერნ "რეინმეტალთან" ნიჟეგოროდის ოლქში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის შესახებ. მეტიც, იტალიური კომპანია რუსეთს მსუბუქ ჯავშანმანქანებს მიაწვდის.