საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო. მიიღო.
შეხვედრაზე ელჩმა ბატონ მინისტრს გადასცა უნგრელი კოლეგის იანოშ მარტონის წერილი, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება. წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.