Nabucco-ს მშენებლობა, რომლითაც კასპიის რეგიონიდან გაზის ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთში უნდა განხორციელდეს, შესაძლოა 2015 წელს დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი OMV-ს წარმომადეგელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თუ კი "შახ-დენიზის კონსრომციუმი გაზის ტრანსპორტიების მარშრუტის შესახებ მომავალ წელს მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ Nabucco-ს მშენებლობა 2015 წელს დაიწყება, აცხადებენ OMV-ში.
OMV-ის აღმასრულებელი დირექტორის გერჰარდ როისის განმარტებით, დღეს Nabucco-ს პროექტი საჭიროა ისე, როგორც არასოდეს. რეგიონისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს გაზდასენი, რომლითაც შავი ზღვის გავლით გაზის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, თებერვალში OMV-მა განაცხადა, რომ ExxonMobil Exploration and Production Romania-თან ერთად შავ ზღვაში რუმინეთის შელფზე გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინა.
გერჰარდ როსის განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ გაზის ტრანსპორტირებისათვის პროექტის ახალი კონცეფცია Nabucco - Nabucco West-ი შემუშავდეს, რომელიც თურქეთ-ბულგარეთის საზღვართან გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საწყის ეტაპზე, 3900 კილომეტრი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება საქართველო-თურქეთის და ერაყ-თურქეთის საზღვრიდან ბაუმგართენამდე. როგორც მოსალოდნელია გაზსადენი გაივლის თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და ავსტრიას.
შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი იყვნენ თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz. თუმცა როგორც ცოტახნის უკან გახდა ცნობილი, პროექტი უნგრულმა კომპანიამ უკვე დატოვა.
Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და, ყოველწლიურად, 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.