"საქართველოს ბანკის", American Express-ის საკრედიტო ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოპინგ კვირეულში. 12-იდან 21 მაისამდე, მხოლოდ American Express -ის ბარათის მფლობელები, პეკინის ქუჩაზე მდებარე 70-მდე სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, American Express-ს ბარათებზე დაერიცხებათ გაზრდილი MR ქულები და მეტი მოცულობის Cashback-ი.
საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას. ამასთან, მის მფლობელს წვდომას აძლევს საუკეთესო დაგროვებით პროგრამაზე Membership Rewards და American Express-ის ბრენდთან დაკავშირებულ გამორჩეულ ბენეფიტებსა და მომსახურებაზე.
საქართველოს ბანკში, მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს American Express-ს ბარათების ფართო სპექტრით და იპოვოს მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი. ეს ბარათებია: American Express გრინ და Gold ბარათი, ასევე American Express Blue ბარათი, American Express Rewards ბარათი და American Express ბიზნეს ბარათები.