აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის მიერ ჩიკაგოს ნატოს სამიტის წინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გაკეთებულ განცხასდებას აზუსტებს.
მისი თქმით, ფილიპ გორდინმა აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი და მასზე ალიანში ახალი წევრების მიღება არ მოხდება, თუმცა ნატო კვლავინდებურად შეინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.
ფეისბუკში საკუთარ გვერდზე ჯონ ბასი წერს, რომ აშშ საკუთარი მხარდაჭერის შესახებ კვლავაც დაადასტურებს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტებისას ნატოს ოთხივე კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
ბასი აღნიშნავს, რომ კლიტონის ვიზიტისას გამოხატული იქნება, რომ ნატოს კარები კვლავაც ღია რჩება.
ელჩის თქმით, ფილიპ გორდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევეე აშშ-ის მხრიდან, ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შემდეგომ, ეკონომიკურ და თავადაცის სფეროებში მხარდაჭერის პროცესის გამყარება.