საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობა წელს 197-ით იზრდება. ამის შესახებ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელთა რიცხოვნობა 116 პირით იზრდება (ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია). იუსტიციის სამინისტროს რიცხოვნობა (სსიპ - „სმართ ლოჯიქი") - 36 პირით.
თავდაცვის სამინისტროს 45 თანამშრომელი დაემატება, რომლებიც მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტში დასაქმდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 200 მილ. 600 ათასი ლარით იზრდება.